თერჯოლის N1 საჯარო სკოლამ კულტურის სახლში თეატრალური საღამო გამართა
05-07-2018
თერჯოლის N1 საჯარო სკოლამ კულტურის სახლში თეატრალური საღამო გამართა.

საქველმოქმედო საღამოზე პიესის ავტორის, რიტა ბუცხრიკიძის მხარდასაჭერად საქართველოს სტუდენტური და საყმაწვილო თეატრების რესპუბლიკურ ფესტივალზე გამარჯვებული სპექტაკლი „მშვიდობის ჩიტები“  წარმოადგინეს. 

პროექტის ხელმძღვანელი სკოლის დირექტორი ელისო მურადაშვილი გახლდათ, სამხატვრო ხელმძღვანელი-თეა მაცაბერიძე; მუსიკალური გამფორმებელი-სოფიო ქავთარაძე, ხოლო ქორეოგრაფი გიორგი ჭანკვეტაძე იყო.

ღონისძიებას რაიონის ხელმძღვანელობა და საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ. 

დასასრულს, სკოლის დირექტორმა, პიესის ავტორმა თუ თითოეულმა სტუმარმა საღამო ემოციურად შეაფასა. სკოლის დირექცია სპექტაკლის ორგანიზატორებს, მონაწილეებსა და ყველა სტუმარს კეთილ საქმეში თანადგომისა და მხარდაჭერისათვის მადლობას უხდის.

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203