ცაგერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჭადრაკში იმერეთის ღია საკვალიფიკაციო ტურნირში წარმატებით იასპარეზეს
05-07-2018
ცაგერის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა გიორგი ახვლედიანმა და ლევან ყურაშვილმა ჭადრაკში, უთანრიგო ჭაბუკთა და გოგიონათა შორის, ქუთაისში გამართულ იმერეთის ღია საკვალიფიკაციო ტურნირში, წარმატებით იასპარეზეს. გიორგი ახვლედიანი 7,5 ქულით ტურნირის ჩემპიონი გახდა, მესამე ადგილი კი 7 ქულით ლევან ყურაშვილმა დაიკავა.
მოჭადრაკეებს მეოთხე თანრიგის წოდება მიენიჭათ.
სკოლა აღსაზრდელებს გამარჯვებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს. იხილეთ ფოტოები