განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლე ამერიკელი მოხალისეების ორგანიზებულ ბანაკში იმყოფებოდა
05-07-2018
ხელვაჩაურის, განთიადის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე დიანა დუმბაძე ამერიკელი მოხალისეების ორგანიზებულ ბანაკში - Life Camp 2018-ში იმყოფებოდა. 

ბანაკი კოლხეთის ეროვნულ პარკში იყო განთავსებული.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ბანაკის მონაწილეები ღამეს კარვებში ათენებდნენ. 

„ბანაკში პოპულარიზაცია ჯანსაღ ცხოვრების წესს გაუწიეს, ახალგაზრდებს ჩაუტარდათ ტრენინგები თემებზე - „სოციალური ქსელები და მათი გამოყენება“, „ფოტოგრაფია და მისი სპეციფიკა“ , „კოლხეთის ეროვნული პარკი - დაარსება და მისი ისტორია“ და „პირველადი დახმარება“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

ტრენინგები ინგლისურ ენაზე, თარჯიმნის დახმარებით მიმდინარეობდა. 

ახალგაზრდებმა ასევე დაასუფთავეს ფოთის სანაპირო და მისი მიმდებარე ტერიტორია,  პალიასტომის ტბაზე გაისეირნეს, „ოქროს ტბაზე“ ნაოსნობით დაკავდნენ და თევზაობა ისწავლეს.

„ბანაკმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დიანაზე, ის ძალიან ბედნიერი და მადლიერია და იქ გატარებულ დროს სიამოვნებით ისხენებს“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

ბანაკის დასასრულს მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცათ.

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203