მადლობის წერილი „ეტალონს“ ხოჯორნის საჯარო სკოლის მოსწავლეებისგან
05-07-2018
26 ივნისს რუსთაველის თეატრში „ეტალონის“ გრანდიოზული ფინალი გაიმართა. 

ფინალს საქართველოს სხვადასხვა რაიონიდან ჩამოსული სკოლები ესწრებოდნენ. 

ფინალზე იმყოფებოდნენ ხოჯორნის საჯარო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები. 

მათ მადლობის წერილი გამოუგზავნეს „ეტალონის“ შემოქმედებით ჯგუფს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

„ეტალონი რომ ეროვნული პროექტია და ეროვნულ საქმეს ემსახურება, საბოლოოდ მაშინ დავრწმუნდი, როცა არაქართულენოვან სკოლაში დავიწყე მუშაობა. „ეტალონმა“ მოტივაცია და სახელმწიფო ენის სწავლისადმი სწრაფვა გაუღრმავა არაქართველ ბავშვებს. ჩვენი სკოლის ცხრაკაციანი დელეგაცია საპატიო სტუმრის სტატუსით ვიყავით მიწვეული რუსთაველის თეატრში გამართულ ფინალურ ღონისძიებაზე. იქიდან კი ენით აღუწერელი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ ბავშვები და არა მარტო ბავშვები, სკოლის დირექტორი რიმა გარიბიანი და პედაგოგი ნარინე ასატრიანი ემოციას ვერ მალავდნენ.

„არ ველოდით, რომ ასეთი მასშტაბის ღონისძიებაზე მოვხვდებოდით, გოჩა ტყეშელაშვილი ნამდვილად არაჩვეულებრივი და უზომოდ ნიჭიერი ადამიანია. მისი განსაკუთრებულობა ბავშვებმაც აღნიშნეს თავიანთ ნაწერებში, როცა დავავალე ემოციებზე დაეწერათ. 

მარტინა ვერმიშიანი: „თეატრში იყო დიდი ღონისძიება. იყო ფინალი და ასევე, „ეტალონი“ გახდა 12 წლის. იყო სიმღერები, ცეკვები. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ხევსურული ცეკვა. ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო ფინალზე დასწრება. მიხარია, რომ არსებობს „ეტალონი“ და მადლობა“.  

არმან ვერმიშიანი: „ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბატონი გოჩას საუბარმა და განსაკუთრებით, იუმორმა“. 

სუზანა ახვერდიანი: „ეტალონი“ ძალიან საინტერესო პროექტია. მე უკვე რამდენჯერმე ვმონაწილეობდი „ეტალონში“. ღონისძიება ძალიან მომეწონა და ძალიან გამიხარდა, რომ მეორე ადგილი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა დაიკავა. გისურვებთ ყველას წარმატებებს“. 

ამ ფინალის მერე ჩვენი ბავშვები ძალიან მოტივირებულები არიან და დიდი სურვილი აქვთ მასში მონაწილეობის. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ არაქართველი ბავშვებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ამ პროექტს. „ეტალონი“ ნამდვილად ეროვნულ საქმეს აკეთებს. დიდი მადლობა პროექტის შემოქმედებით ჯგუფს“. 

პატივისცემით, ლალი მარგიანი 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203