ინგლისური ენისა და ლიტერატურის პედაგოგის დალი გელენიძის ხელმძღვანელობით ხონის N2 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროექტის პრეზენტაცია თემაზე: „ვულკანები და მათი კლასიფიკაცია“.
პრეზენტაციას ამერიკელი მოხალისე შენონ კრამერი და ინგლისური ენის პედაგოგი მატიეტა ფარცხალაძე ესწრებოდნენ.
პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებს მოეპოვებინათ მასალები სხვადასხვა ტიპის ვულკანების, მათი ამოფრქვევის და განვითარების შესახებ და წარმოედგინათ პრეზენტაცია ინგლისურ ენაზე.
მოსწავლეებს განუვითარდათ ლექსიკური მარაგი, ინგლისურ ენაზე მეტყველებისა და მოსმენის უნარ-ჩვევები.
იხილეთ ფოტოები