ოზურგეთის N5 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა დაწყებითი საფეხურის წარმატებით დასრულება აღნიშნეს
ოზურგეთის N5 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა დაწყებითი საფეხურის წარმატებით დასრულება ღონისძიებით - „მომავალი გზასავალი დაგილოცოთ ღმერთმა“ აღნიშნეს.
ღონისძიებას, კლასის დამრიგებელი ხათუნა დარჩია ხელმძღვანელობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები პედაგოგებისა და მშობლების წინაშე საინტერესო და მრავალფეროვანი პროგრამით წარსდგნენ და აპლოდისმენტები დაიმსახურეს.
ღონისძიება მუსიკალურად ლამზირა მიქაძემ გააფორმა.
ღონისძიების ბოლოს პედაგოგებმა აღსაზრდელებს სწავლების ახალ საფეხურზე გადასვლა გადასვლა მიულოცეს.
იხილეთ ფოტოები სრულად