ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეები კულტურულ-შემეცნებითი პროგრამით ევროპის რამდენიმე ქალაქს ესტუმრნენ
05-07-2018
თბილისის, ქართულ-ამერიკული სკოლის X და XI კლასის მოსწავლეები კულტურულ-შემეცნებითი პროგრამით ევროპის რამდენიმე ქალაქს ესტუმრნენ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის აღსაზრდელები მოინახულებენ ულამაზეს რიგას, მწვანეში ჩაფლულ პატარა ქალაქებს: იურმალას, სიგულდას, ასევე გაემგზავრებიან სტოკჰოლმსა და ტალინში.

„იმის გათვალისწინებით, რომ კულტურათაშორისი დიალოგი სრულფასოვანი ინტელექტუალური პიროვნების ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს, ქართულ-ამერიკული სკოლა რეგულარულად გეგმავს ასეთი ტიპის საზაფხულო გასვლით ღონისძიებებს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203