სენაკის N1-მა სკოლამ შემოდგომა პომპეზურად გააცილა
12-12-2016

სენაკის N1 სკოლის IIკლასის მასწავლებელმა ნონა ფარულავამ ჩაატარა ღია საჩვენებელი გაკვეთილი ქართულ ენაში, საგაკვეთილო თემა იყო "გამოთხოვება შემოდგომასთან". 

საკლასო ოთახში მასწავლებელმა შექმნა არაჩვეულებრივი გარემო, რომლის ნახვითაც ისიამოვნეს მოწვეულმა სტუმრებმა. 

გაკვეთილზე მასწავლებელმა გამოიყენა უამრავი თვალსაჩინოება და შესაბამისი აქტივობები.

ჯგუფურ სამუშაოებს მოსწავლეები სიხარულით ასრულებდნენ. 

სკოლის დირექტორი ნ.გოგელიძემ და მისმა მოადგილემ სასწავლო აღმზრდელობით დარგში მ.დგებუაძემ მადლობა გადაუხადეს პედაგოგ ნონა ფარულავას გაწეული მუშაობისთვის. 

კათედრის ხელმძღვანელმა ი.ხუნწარიამ და დაწყებითი კლასის პედაგოგებმა დადებითად შეაფასეს მასწავლებლის მიერ ჩატარებული გაკვეთილი. მასწავლებელმა მადლობა გადაუხადა მშობლებს ურთიერთანამშრობლობისთვის.

იხილეთ ვიდეო 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203