სამტრედიის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შიდა დაკვირვების გაკვეთილზე ხელოვნების დარგებზე ისაუბრეს
სამტრედიის N12 საჯარო სკოლის VI კლასში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგმა ეთერ ვაშალომიძემ შიდა დაკვირვების გაკვეთილი ჩაატარა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა ხელოვნების დარგებზე ისაუბრეს და წერითი დავალებები შეასრულეს. პედაგოგმა გაკვეთილზე საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები გამოიყენა. მოსწავლეები სასწავლო პროცესში ხალისით ჩაერთვნენ და იაქტიურეს.
შიდა დაკვირვების ჯგუფის წევრებმა გაკვეთილი დადებითად შეაფასეს.
იხილეთ ფოტოები სრულად