აზიზკენდის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს აღნიშნავენ
05-07-2018
აზიზკენდის საჯარო სკოლაში სკოლაში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიება სკოლის დირექტორის ზაბილ გოჯაევის, პროგრამა ,,არაქართულენოვანი სკოლების მასწავლოებელთა პროფესიული განვითარების“ კონსულტანტ-მასწავლებლის მაგდანა ერაძის, პროგრამის დამხმარე მასწავლებლების იზოლდა ზუბიაშვილისა და თინათინ მაჭარაშვილისა და ადგილობრივი ქართული ენის მასწავლებლის ლალა ყურბანობას ინიციატივითა და ძალისხმევით გაიმართა.
ღონისძიებას ადგილობრივი თემის გარდა, ქვემო ქართლის სამხარეო რწმუნებულ-გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე სტუმრობდა.
ღონისძიებაში აზიზკენდის საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა სცენაზე გააცოცხლეს იაკობ გოგებაშვილის პერსონაჟები, დადგეს „მამათა და შვილთა“ პაექრობის ამსახველი ლიტერატურული სალონი და ისაუბრეს საზოგადო მოღვაწეების ღვაწლზე ქართული ენის დაცვის, გაფრთხილების, გამდიდრებისა და შენარჩუნების საქმეში.