ხონის N2 საჯარო სკოლის კალათბურთის გუნდი იმერეთის ჩემპიონი გახდა
06-07-2018

ქუთაისში  კალათბურთის სახეობაში 3X3 ფინალური შეჯიბრი ჩატარდა. 

ფინალში ერთმანეთს ხონის N2 საჯარო სკოლისა და ქუთაისის გამარჯვებული გუნდი შეეჯიბრნენ. 

დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება ხონის N2 საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა. 

ხონის N2 საჯარო სკოლის დირექციამ გამარჯვებული გუნდის წევრები (საბა ჯიშკარიანი, გივი ყუფარაძე, გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ძიძიგური, ბექა მეძველია) და პედაგოგები (მწვრთნელი: ანზორ მამარდაშვილი, გუნდის უფროსი: თემურ მეძველია) ფასიანი საჩუქრებითა და სიგელებით დააჯილდოვა. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203