ღების საჯარო სკოლაში კრეატიული ღონისძიება ჩატარდა
06-07-2018
ღების საჯარო სკოლაში ღონისძიება სახელწოდებით „შემოდგომის ზეიმი“ ჩატარდა.

ღონისძიების ხელმძღვანელი ღების საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი და პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ მონაწილე თამარ სამსონიძე გახლდათ.

ღების საჯარო სკოლის დირექცია განსაკუთრებულ მადლობას მხატვრულ-დეკორატიული კუთხის შექმნისთვის სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგს, სოფო ლობჟანიძეს და ზეიმის მუსიკალური ნომრებით გაფორმებისთვის ისტორიის (მუსიკის) მასწავლებელს, ამირან ლობჟანიძეს უხდის.

თემა: ოქროსფერი შემოდგომა.

მიზანი: მოსწავლეებმა შემოდგომაზე შექმნილი ლექსები და ჩანახატები ქართულ და ინგლისურ ენებზე შეისწავლეს, ასევე, მუსიკალური ნომრები შეასრულეს.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები: მოსწავლეების მიერ შექმნილი ნახატები შემოდგომის თემაზე გამოიფინა.

ექსპრომტად ლექსი გაზაფხულზე გეოგრაფიის და „ასწავლე  საქართველოსთვის“ მონაწილემ რევაზ ბარბაქაძემ წაიკითხა. 

ღონისძიებას ღების საჯარო სკოლის დირექტორი, მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები ესწრებოდნენ.

ღონისძიება მუსიკალური ნომრით დასრულდა, რომელიც ღების საჯარო სკოლის დირექტორმა და ამავე სკოლის მასწავლებლებმა შეასრულეს.

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203