თეთრიწყაროს N1 სკოლის საპილოტე პროგრამა მოსწავლეებს კარიერის დაგეგმვაში ეხმარება
12-12-2016

პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის საპილოტე პროგრამის განხორციელება ქალაქ თეთრიწყაროს N1 სკოლაში დაიწყო 2013 წლის ნოემბრიდან.

აღნიშნული პროგრამის მიზანია:

1.     IX – XI კლასის მოსწავლეთათვის დახმარების გაწევა საკუთარი ინტერესების, შესაძლებლობების, უნარების, ღირებულებების გაცნობიერებისა და განვითარებაში.

2.     მოსწავლეთა ინფორმირება საგანმანათლებლო შესაძლებლობების შესახებ.

3.     მოსწავლეთა აღჭურვა პროფესიული გადაწყვეტილების მიღების თეორიული, პრაქტიკული ცოდნითა და უნარებით.

პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სამოქმედო გეგმის მიხედვით 2016 წლის 27 სექტემბერს მოეწყო მე-9 კლასის მოსწავლეთა შეხვედრა ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან, კერძოდ: მსახიობებთან - დავით ბეკოშვილთან, ლაშა კანკავასთან და კონირეჟისორებთან - ნიკოლოზ ხომასურიძესთან და თინათინ ბეკოშვილთან.

აღნიშნული შეხვედრის მიზანი იყო კონკრეტულ პროფესიაში წარმატებული ადამიანების გაცნობა, მათი კარიერული წინსვლის შესახებ ინფორმაციის მიღება, ამ პროფესიების მნიშვნელობა ქვეყნის განვითარებისათვის.

შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა. მოწვეული სტუმრები მოსწავლეებს ესაუბრნენ საკუთარი პროფესიული კარიერის შესახებ, გაიმართა დისკუსია.  

სტუმრებმა უპასუხეს მოსწავლეებისათვის მნიშვნელოვან კითხვებს.

მომავლაში დაგეგმილია მოსწავლეთა შეხვედრა ჯანმრთელობის დაცვის წარმომადგენლებთან.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203