აზიზკენდის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა თამარ მეფის ეპოქა გააცოცხლეს
06-07-2018

აზიზკენდის საჯარო სკოლაში დამხმარე მასწავლებლის იზოლდა ზუბიაშვილის ინიციატივით  გაიმართა შემეცნებითი ღონისძიება სახელწოდებით „თამარ მეფე“. 

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მე-6 კლასის მოსწავლეები. 

მათ სცენაზე გაითამაშეს თამარ მეფის გამეფება, შამქორის ბრძოლის ეპიზოდები, შირვანისა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა. 

„მოსწავლეებმა მხატვრულად წარმოთქვეს თამარისადმი მიძღვნილი ლექსები. ღონისძიების დაგეგმვის პროცესში მოსწავლეებმა შეისწავლეს თამარის ეპოქა, ისტორიული ტერმინები, ქართული წეს-ჩვეულებები და ტრადიციები. გაუუმჯობესდათ ინფორმაციის მოძიებისა და გადამოწმების უნარ-ჩვევები. მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნეს რესურსი ღონისძიებისათვის, დაამზადეს სამეფო გვირგვინები, ხმლები, ფარები და კედელი“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203