ჯურუყვეთის N2 საჯარო სკოლაში უმცროსკლასელები პირველ მასწავლებელს ემოციურად გამოემშვიდობნენ
06-07-2018
ჯურუყვეთის N2 საჯარო სკოლაში „ანბანის გამოსამშვიდობებელი“ ღონისძიება გაიმართა.
მოსწავლეებმა ლექსები და სიმღერები წარმოადგინეს, ასევე სხვადასხვა სახალისო აქტივობაში ჩაერთნენ.
პირველი მასწავლებელი მათ ემოციურად გამოემშვიდობა:
„სასწავლო წელიც დასრულდა... წარმატება და წინსვლა, ჩემო პატარებო, ძალიან დიდი მადლობა ამ ლამაზი დღისთვის, რომელიც მაჩუქეთ. მე თქვენ ძალიან მიყვარხართ და მჯერა თქვენი წარმატების“.