ეშტიის N1 სკოლის მოსწავლეებმა იმ იმედით, რომ მათი ოცნება ახდება, თოვლის ბაბუას წერილი მისწერეს
12-12-2016

კალენდარში ბავშვებისთვის განსაკუთრებული დღეა. 

4 დეკემბერი თოვლის ბაბუისთვის წერილის მიწერის და საჩუქრების მოთხოვნის საერთაშორისო დღეა. 

მილიონობით ბავშვმა, მათ შორის ეშტიის N1 სკოლის მოსწავლეებმაც იმ იმედით, რომ მათი ოცნება ახდება, თოვლის ბაბუას წერილი მისწერეს.

მთელი ერთი საათი სკოლაში მეფობდა ჯადოსნური ატმოსფერო. 

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეემბა იმსჯელეს, ისაუბრეს თოვლის ბაბუის შესახებ. თუ სად? როგორ ცხოვრობს? რით არის დაკავებული მთელი წლის განმავლობაში? როგორ მოასწრებს ამდენი ბავშვისთვის საჩუქრის ჩუქება ერთ ღამეში? საიდან აქვს ამდენი საჩუქარი?... 

ბოლოს მოისმინეს თოვლის ბაბუის რჩევები, თუ  როგორ გახდნენ მისი ყველაზე საყვარელი შვილიშვილები და წარმატებული მოსწავლეები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203