ბაღდათის N1 საჯარო სკოლის გუნდმა მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ჩემპიონატში გაიმარჯვა
06-07-2018
ბაღდათის N1 საჯარო სკოლის გუნდმა „ავანტურისტები“ მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ჩემპიონატში გაიმარჯვა.

მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ფინალი რევაზ ლაღიძის სახელობის კულტურის სახლში ჩატარდა. 

ფინალში ბაღდათის N1, N2 და წითელხევის საჯარო სკოლის გუნდები ასპარეზობდნენ. 

ბაღდათის N1 საჯარო სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის აღსაზრდელები მაყურებლის წინაშე ღირსეულად წარსდგნენ.

გუნდში ასევე გამოვლინდა, საუკეთესო თეატრალური ნიჭის მქონე მოსწავლე-თინათინ გამყრელიძე.

„ამ მხრივ ჩვენი სკოლა ტრადიციას არ ღალატობს, რადგან თუ წარსულს თვალს გადავავლებთ,  დავრწმუნდებით, რომ ამ სცენაზე არაერთი გამარჯვება გვაქვს მოპოვებული“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

სკოლა მოსწავლეთა გუნდს გამარჯვებას ულოცავს და წარმატებას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203