''ნუ დაანაგვიანებ!'' - ჭანჭათის სკოლის ინიციატივით დასუფთავების აქცია ჩატარდა
12-12-2016

ჭანჭათის სკოლის ინიციატივით მოეწყო დასუფთავების აქცია, სადაც სკოლის პედაგოგები და უფროსკლასელები იღებდნენ მონაწილეობას. 

აქციის ფარგლებში ნაგვისაგან დასუფთავდა სკოლის მიმდებარე ტერიტორია და ცენტრალური გზის სამ კილომეტრიანი მონაკვეთი.

აქციაში მოსწავლეები ხალისით ჩაერთვნენ. ისინი გამვლელებსაც კი მოუწოდებდნენ სისუფთავის დაცვისკენ. 

აქციის ბოლოს შეგროვებული ნარჩენები სპეციალური ტრანსპორტით ნაგავსაყრელზე გადაიტანეს.

პედაგოგოთა ერთობლივი გადაწყვეტილებით მსგავსი ღონისძიება არ იქნება ერთჯერადი და ის პერიოდულად განხორციელდება.

ინიციატივის ავტორი იყო ეთერ ცინცაბაძე. აქციაში აქტიურად ჩაერთო ილია ვადაჭკორია, მაია გუჯაბიძე, თინა ფირცხალაიშვილი, ეთერ წულაძე და თეა დუმბაძე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203