ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლის 1-ელი კლასის მოსწავლეებმა პირველი სასწავლო წლის წარმატებით დასრულება ღონიძიებით - „ანბანთან გამოთხოვება“ აღნიშნეს.
სკოლის აღსაზრდელებმა ლექსები წაიკითხეს, მუსიკალური ნომრები შეასრულეს და იაკობ გოგებაშვილის ღვაწლი აღნიშნეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიება შთამბეჭდავი გამოვიდა, პირველკლასელებმა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა შეძლეს.
ღონისძიების ბოლოს პედაგოგებმა მოსწავლეებს საანბანო პერიოდის წარმატებით დასრულება მიულოცეს.
იხილეთ ფოტოები