ბათუმის N15 საჯარო სკოლაში სოციალური პროექტი „მუდამ თქვენს გვერდით გვიგულეთ“ განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები მოხუცთა თავშესაფარს ესტუმრნენ.
„პროექტის მთავარი თემა იყო მოხუცებისადმი თანაგრძნობისა და ღრმა პატივისცემის გამოხატვა, რომ გვიყვარდეს ჩვენს გვერდით მყოფი ადამიანები და პატივს ვცემდეთ მათ. საზოგადოების თანადგომა და დახმარება თითქმის ყველა ხანდაზმულს ესაჭიროება. პროექტმა საშუალება მისცა მოსწავლეთა და მშობელთა თანამშრომლობას, მოსწავლეებმა პროდუქტიულად და ადეკვატურად ითანამშრომლეს კლასელებთან. საერთო საქმის კეთებისას შეძლეს ერთიანობისა და ეთიკური ქცევის დემონსტრირება“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები