სენაკის N1 სკოლის მოსწავლეები ბაქოს ორდღიანი ტურიდან აღფრთოვანებულები დაბრუნდნენ
12-12-2016

სენაკის N1 სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, ორდღიანი ტურით, რომელიც ორგანიზებული იყო განათლებისა და განვითარების ცენტრის „ცოდნის  სამყაროს” და ტურისტული კომპანია Diverse Georgia-ს მიერ.

2015-2016 სასწავლო წელს გამოცხადებული ხელოვნების კონკურსის ფარგლებში, გამარჯვებული მოსწავლეები (დარეჯან ავალიანი, საბა კვარაცხელია, ციალა კილასონია, ლიზი ქუთათელაძე და გიორგი ბართი) და პედაგოგი (მამუკა კუჭავა) გამგზავრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის დედაქალაქ ბაქოში 2 დღიან ტურზე. 

მათ დაათვალიერეს ბაქოში არსებული ღირსშესანიშნაობები. 

როგორც ხელოვნების მასწავლებელი მამუკა კუჭავა აღნიშნავს, კულტურულ-შემეცნებითი და სათავგადასავლო მარშრუტი თბილისი-ბაქო-თბილისი, ყველასთვის დაუვიწყარი იყო და ამავდროულად ეს ტური მაღალი მოტივაციაა ახალი კონკურსისთვის

სენაკის N1 სკოლის მოსწავლეები ბაქოში 2 დღიან ტურზე გაემგაზავრებიან

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203