ღების საჯარო სკოლაში ინგლისურენოვან პროექტებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება
09-07-2018
ღების საჯარო სკოლაში პროექტი ინგლისურ ენაში სახელწოდებით-„The months of the year“ („წელიწადის თვეები“) ჩატარდა.
პროექტის ხელმძღვანელი ინგლისური ენის პედაგოგი და პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ მონაწილე თამარ სამსონიძე გახლდათ.
პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებს ნასწავლი სიტყვები და ფრაზები გამოიყენებინათ სავარჯიშოებზე მუშაობისას. აგრეთვე, მათი დახმარებით, მარტივი ხასიათის ზეპირი დიალოგები შეედგინათ.
მოსწავლეებმა მოცემული ცნობები წაიკითხეს და თითოეული თვისთვის დამახასიათებელი თავისებურებების გააზრება და კლასიფიცირება მოახერხეს.
მათ თემიდან გამომდინარე, გრამატიკული და ლექსიკური სავარჯიშოების შესრულება შეძლეს, რაც შესწავლილი მასალის უკეთ გააზრებასა და ცოდნის განმტკიცებაში დაეხმარათ.
კლასი/ სამიზნე ჯგუფი: IV.
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები: მოსწავლეები წელიწადის თვეების სახელწოდებები გაიმეორეს და მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები ცალ-ცალკე განიხილეს. ასევე, სხვა აქტივობები შეასრულეს. მათ ინდივიდუალურად და წყვილებში, წერით, მონოლოგიური და დიალოგური მეტყველების უნარ-ჩვევები განივითარეს.