ნოდარ ახალკაცის სახელობის თბილისის N9 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები დანაშაულის პრევენციის ცენტრის პროექტში - „მოზარდებში გადაუდებელი დახმარების ნომრის ცნობადობის გაზრდა“ მონაწილეობდნენ.
სკოლის აღსაზრდელები პროექტის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს ესტუმრნენ.
მოსწავლეები გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრისა და ოპერატორების მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ და გადაუდებელი დახმარების ნომრის - 112-ის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინეს.
ცენტრის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს განუმარტეს, თუ როგორ და რა დროს უნდა დარეკონ 112-ზე. მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ცენტრის თანამშრომლებისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.
იხილეთ ფოტო