ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირისთვის საქველმოქმედო ღონისძიება მოეწყო
09-07-2018
ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში საქველმოქმედო ღონისძიება მოეწყო. 

კერძოდ, სკოლის სამოქალაქო კლუბ „ბალავარის“ წევრების ინიციატივის შედეგად ჯანმრთელობის პრობლემების მქონე თანასოფლელისთვის სამედიცინო პროცედურების თანხა შეგროვდა.

თანხის მობილიზების მიზნით კლუბის წევრმა მოსწავლეებმა კლუბის მეურვე პედაგოგის, ვიოლეტა კვაჭაძის მხარდაჭერით, ადგილობრივ საჯარო თუ კერძო დაწესებულებებთან, მოსახლეობასთან და ახლომდებარე სკოლებთან ითანამშრომლეს. 

მათ სოფლის კულტურის სახლის მხარდაჭერით საკონცერტო ნომრები მოამზადეს, სადაც  შემოქმედებითი ნიჭის მქონე ადამიანები ჩართეს; დაბეჭდეს და მოსახლეობაში გაავრცელეს ბილეთები, ხელნაკეთი ნივთები გამოფენა-გაყიდვისთვის მოამზადეს; სოფლის დარბაზი მშობლების დახმარებით საკონცერტოდ მოაწყვეს, სკოლებს მეზობელი სოფლებიდან ინფორმაცია მიაწოდეს, რათა საქველმოქმედო საქმიანობაში წვლილი მათაც შეეტანათ.

სოფლის კლუბში საქველმოქმედო აქცია-კონცერტი ჩატარდა, რომელსაც სამოქალაქო კლუბის წევრი მოსწავლეები გაუძღვნენ. ღონისძიებაზე ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა, სადაც შემოწირულობის ყუთი დაიდგა, რამდენიმე სკოლის მიერ შემოწირული ნახატების აუქციონი მოეწყო; ასევე, საბანკო ანგარიში ამოქმედდა.  

ყველა ამ ღონისძიების შედეგად, 1029 ლარი შეგროვდა.

საქველმოქმედო აქცია-კონცერტს როგორც ადგილობრივი, ისე ახლომდებარე სოფლებიდან სამასამდე ადამიანი-მათ შორის, მუნიციპალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203