სამტრედიის №7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საგზაო ნიშნები თამაშით ისწავლეს
09-07-2018
სამტრედიის №7 საჯარო სკოლაში აქტივობა - „ბავშვები სწავლობენ და იცავენ მოძრაობის წესებს“ განხორციელდა. 

პედაგოგმა ეკა ლორიამ 1-ელი კლასის მოსწავლეებს საგზაო მოძრაობის წესები გააცნო და აუხსნა რა დანიშნულება აქვს ზებრა-გადასასვლელს და შუქნიშნებს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის აღსაზრდელებმა საგზაო ნიშნები თამაშით ისწავლეს. მოსწავლეებმა სკოლის ეზოში ზებრა გადასასვლელი დახატეს და გაკვეთილზე მოსმენილი მასალა თამაშით გნიმტკიცეს. 

აქტივობის შემდეგ პირველკლასელებმა, პედაგოგის ხელმძღვანელობით, საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ბუკლეტები დაამზადეს და ქუჩაში გამვლელებს დაურიგეს. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203