მისაქციელის საჯარო სკოლის მოსწავლეები ქალთა ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ტრენინგს დაესწრნენ
09-07-2018
სურამის ახალგაზრდულ სახლში მისაქციელისა და ციხისძირის სკოლის მოსწავლე გოგონებისთვის სამდღიანი ტრენინგი გაიმართა.

ტრენინგზე გენდერული ნიშნით ქალთა მიმართ ძალადობის ფორმები, მისი მიზეზები, შედეგები და პრევენციის საშუალებები, ასევე, გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია, ქალთა ჯანმრთელობის საკითხები, სტიგმა, ბულინგი და სიძულვილის ენა განიხილეს.   

მონაწილეებმა პროექტის მართვის ძირითადი საკითხები შეისწავლეს და  სკოლაში განსახორციელებელი ღონისძიებები დაგეგმეს.

ტრენინგი პროექტ „ძლიერი გოგონები უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში განხორციელდა, რომლის ფინანსური მხარდამჭერია „ქალთა ფონდი საქართველოში“.

ფონდი ტრენინგის წარმატებული განხორციელებისთვის და თანამშრომლობისთვის  განსაკუთრებულ მადლობას ციხისძირისა და მისაქციელის საჯარო სკოლებს უხდის. ასევე, სურამის ახალგაზრდულ სახლს - არაჩვეულებრივი მასპინძლობისთვის.

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203