ახალი ხიბულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტუალური თამაშებში ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს
09-07-2018
ახალი ხიბულის N2 საჯარო სკოლის პედაგოგი მარინე გოლავა პროექტში - „თავისუფალი გაკვეთილები“ მონაწილეობდა. 

თავისუფალ გაკვეთილებს 20 საათი დაეთმო, გაწერილი იყო სასწავლო აქტივობები,რომელიც გადანაწილდა სხვადასხვა კატეგორიებში: მეცნიერება, ისტორია, გეოგრაფია, ხელოვნება, სპორტი. სკოლის მოსწავლეები ჩაერთნენ ინტელექტუალურ თამაშებში - „რა? სად? როდის“  და „დარბაზის პირისპირ“. სატელევიზიო შოუების სასკოლო ვერსია სასწავლო-შემეცნებით ხასიათს ატარებდა. 

ხელოვნებას (კინო, თეატრი, მუსიკა, ლიტერატურა, მხატვრობა) 5 საათი დაეთმო. ისტორია, გეოგრაფიასა და სპორტს 6 საათი. მეცნიერებას კი - 4 საათი. კატეგორია „სხვადასხვა“ ყველა სხვა კატეგორიების ერთობლიობას წარმოადგენდა და მას 2 საათი დაეთმო. მოსწავლეებზე ინდივიდუალურ მუშაობას და ინტერნეტ საიტებზე მასალების მოპოვებასა და რედაქტირებას კი - 1 საათი.  

მარინე გოლავა აღნიშნავს, რომ მთელი წლის განმავლობაში აღნიშნული გაკვეთილები საქმიან ვითრებაში, სახალისო და აზარტულ პირობებში წარიმართა. გამოჩნდა მოსწავლეთა როგორც ინდივიდუალური, ასევე გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები. მოსწავლეები ეძებდნენ და ახარისხებდნენ მათთვის მნიშვნელოვან ინფორმაციებს და პროექტის ხელმძღვანელთან ერთად მონაწილეობდნენ ინფორმაციების დელეგირებაზე. მარინე გოლავას თქმით, მოსწავლეები, რომლებიც სტანდარტულ გაკვეთილებზე დიდად არ გამოირჩეოდნენ, ინტელექტუალურ თამაშებში უფრო მოტივირებულები და ჩართლები აღმოჩდნენ. სულ ჩატარდა 20 გაკვეთილი:  

გთავაზობთ მეცნიერების, ისტორიის, გეოგრაფიისა და სპორტის კატეგორიაში ჩატარებულ გაკვეთილებს. 

1-ელი გაკვეთილის თემა იყო - „აი რა შემიძლია მე“. მოსწავლეებმა საკითხები მარავალრიცხოვანი მასალებიდან შეარჩიეს და ყოველი საკითხის შერჩევა არგუმენტირებულად დაასაბუთეს. პედაგოგის თქმით, ჩანდა თანამშრომლობის, შეხედულებათა შეჯერების, გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები. 

პედაგოგმა აქტივობის სახით კითხვა-პასუხი და დისკუსია გამოიყენა. მოსწავლეებმა შეძლეს ინფორმაციის დახარისხება, საჭირო საკითხებზე აქცენტირება და შეთანხმდნენ გუნდური მუშაობის პრინციპეპზე. 

მეშვიდე და მერვე კლასის მოსწავლეები მეტოქე გუნდებში გადანაწილდნენ და დღეგამოშვებით თამაშის შედეგებს აჩვენებდნენ.

კატეგორიაში გეოგრაფია - მოსწავლეებმა თანამედროვე ევროპის, მისი გეოგრაფიის, წარსულსა და კულტურულ მიღწევებზე დასმულ კითხვებს უპასუხეს.  გაკვეთილის თემა იყო „მოგზაურობა ევროპაში“. 

შედეგი გაკვეთილის თემა იყო  - „მე წარსულიდან მოვდივარ“. მეშვიდე-მერვე კლასის მოსწავლეები დარბაზის წინაშე ისტორიის კატეგორიაში წარსდგნენ. თამაში ორ ტურად წარიმართა. პირველ ტურში 2 წუთში 10 კითხვა დაისვა. მეორე ტურში მოსწავლეები კატეგორიას თავად ირჩევდნენ, მეორე ტურის შეჯამების შემდეგ ქულობრივი უპირატესობით ფავორიტები გამოვლინდნენ. 

პედაგოგმა გაკვეთილზე აქტივობის სახით, კითხვა-პასუხი, როლური თამაშები და დარბაზის დახმარება გამოიყენა. მოსწავლეებმა პასუხობდნენ სხვადასხვა სირთულის კითხვებს, ამოიცნეს კოსტიუმირებული როლებით განსახიერებული ისტორიული პიროვნებები. 

პროექტის ხელმძღვანელის თქმით, კატეგორიაში სხვადასხვა ჩატარებული გაკვეთილის - „ცოდნა ძალაა“ მიზანი იყო - აქტიური მეხსიერებისა და ლოგიკური მსჯელობის გამოვლენა.  

მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები ერთმანეთს ლგიკური კითხვებისა ამოცნობასა და განვლილი მასალებიდან ინფორმაციის გაანალიზებაში შეეჯიბრნენ. 

მარინე გოლავა აღნიშნავს, რომ თამაში დრამატულად წარიმართა. „მცირე უპირატესობით 6-5 გაიმარჯვეს მე-8 კლასის მოსწავლეებმა. დარბაზმა დაასახელა დღის მოთამაშე, როგორც მე-7 ასევე მე-8 კლასელთა რიგებიდან. ეს თამაში გამოდგა  წინა სანახევარფინალო მოთელვა. თამაშმა დიდი შთაბჭდილებების ფონზე ჩაიარა“,-ამბობს პროექტის ხელმძღვანელი. 

„ეს ჩემი საქართველოა“ - კატეგორიაში საქართველოს გეოგრაფია მე-8 კლასის განახლებულმა გუნდმა საქართველოს გეოგრაფიიდან დასმულ კითხვებს, ლოგიკური, სხარტი და სახალისო პასუხებით, შესანიშნავად გაართვა თავი. 

სკოლის პედაგოგის თქმით, ინტელექტუალური თამაში ემსახურებოდა მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას, ინტელექტუალური რესურსის და წიგნიერებისა და მედიაწიგნიერების წარმოჩენას . 

„გაკვეთილის მიზანი იყო საქართველოს ისტორიასა და გეოგრაფიაში ცოდნის გაღრმავება და  მხედველობითი მეხსიერების განვიათარება“,-აღნიშნავს მასწავლებელი. 

„ცოდნა თან დასდევს მცოდნელსა“ - აღნიშნულ გაკვეთილზე მოსწავლეებმა სხვადასხვა კატეგორიის კითხვების პრეზენტაცია ჩაატარეს. მარინე გოლავას თქმით, გამოვლინდა მოსწავლეთა ჩართულობა, გუნდური პასუხისმგებლობის უნარები და საკუთარი მოსაზრების არგუმენტირებული დასაბუთება, იყო საქმიანი კამათიც. 

ეს იყო ნახევარფინალისა და ფინალისათვის საჭირო რესურსების და საუკეთესო მოთამაშეების გამოვლენა. პედაგოგის თქმით, გაკვეთილმა დაამტკიცა, რომ მოსწავლეები საფუძვლიან ცოდნას ფლობენ. გურამიშვილის ფრაზები ხშირად ფიგურირებდა მათ მიერ შერჩეულ კითხვებში.

შემდეგი გაკვეთილის - „მე ვარ ქართველი, ესე იგი ვარ ევროპელი“ მიზანი იყო ევროპის ისტორიის, კულტურის, რელიგიის და გეოგრაფიის შესახებ ცოდნის განმტკიცება. 

გამოვლინდა საუკეთესო მოთამაშე, რომელმაც იტალიური ხელოვნების და ფრანგული კინოს შესახებ ყველაზე მეტი ცოდნა წარმოაჩინა. 

„კენწეროში გატკბილდების“ - მერვე კლასის მოსწავლეებმა წინასაფინალო თამაში აჩვენეს. მოსწავლეებს გაუჭირდათ გუნდური მუშაობა და პოზიციები დათმეს. თამაში დაძაბულად მიმდინარეობდა. მოსწავლეებმა სკოლის ინტელექტუალური კლუბის წევრების მიერ მოწოდებულ კითხვებს უპასუხეს. „დარბაზთან თანამშრომლობის მიუხედავად ორიენტაცია, მაინც ინდივიდებზე გაკეთდა და გუნდმა ფინალში გასვლის შანსი დაკარგა. თამაში 4-6 დამთავრდა“,-ამბობს პროექტის ხელმძღვანელი. 

„დეკემბერი,დეკემბერი...“ - მერვეკლასელთა მარცხის შემდეგ მე-7 კლასის მოსწავლეები მეტი მოტივაციით ჩაერთნენ თამაშში. პედაგოგის თქმით, გუნდმა თანამშრომლობის უნარი გამოავლინა, რაც მათ გამარჯვებაში დაეხმარა. კატეგორიაში „სხვადასხვა“ გუნდის წევრებმა ლოგიკურ თუ სახალისო კითხვებს უპასუხეს და ქართული ანდაზები და ქართველი ავტორების გამონათქვამები დაასრულეს. 

„უხილავი საუნჯე“ - ამ სახელით გაიმართა ინტელექტუალური თამაშების ნახევარფინალი. მერვე კლასის მოსწავლეებმა 6-4 გაიმარჯვეს. 

გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებში არგუმენტირებული მსჯელობისა და სოციალური უნარ-ჩვევების განვითარება.

„გაკვეთილმა მიზანს მიაღწია, მოსწავლეებმა აქტიური ჩართულობა და გუნდის წევრების მიმართ ურთიერთპატივისცემა გამოავლინეს. მათ თვითონ დაასახელეს გუნდის საუკეთესო მოთამაშე, რომელიც მარიამ ლემონჯავა გახდა “,-აღნიშნავს პროექტის ხელმძღვანელი. 

თამაშის ფინალზე - „ჭკვა ცოდნით მოიხმარების“ მეშვიდეკლასელებმა გამარჯვება დიდი უპირატესობით (6-1) მოიპოვეს.

გუნდის ყველა მონაწილეს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა, საუკეთესო მოთამაშეები კი „ვეფხისტყაოსნით“ დაჯილდოვდნენ. 

„ცოდნის ზეიმმა ხმაურიანი ფეიერვერკების ფონზე ჩაიარა. გაკვეთილებმა მიზანს მიაღწია და მოსწავლეებს მოტივაცია მისცა დამოუკიდებლად ჩაერთონ მსგავს პროექტებში“,-აღნიშნავს მარინე გოლავა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203