ჭაჭარაქის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა მონაწილეობა სხვადასხვა ღონისძიებაში მიიღეს
09-07-2018
ჭაჭარაქის საჯარო სკოლაში ბავშვთა დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.
ხელმძღვანელები გახლდნენ: მარეხ ლომიძე, კარინე ანტონიანი და ლამარა გასპარიანი.
აღნიშნულთან დაკავშირებით მონაწილეობა ყველა კლასმა მიიღო. მოსწავლეებმა ლექსები წარმოთქვეს და სიმღერები შეასრულეს. ასევე, უფროსკლასელებში ინტელექტუალური შეჯიბრი გაიმართა, სადაც გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
ამავდროულად, პირველმა კლასმა, კერძოდ კი სულ ოთხმა მოსწავლემ „ანბანი გააცილა“. ღონიძიება სხვადასხვა აქტივობით იყო დატვირთული. კლასის დამრიგებელი სირანუშ მინასიანია.
ასევე, სასწავლო წლის დასასრულს შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. მას კარინე ანტონიანი, ლამარა გასპარიანი, მარეხ ლომიძე და ეღინე მინასიანი ხელმძღვანელობდნენ.
აღნიშნულის ფარგლებში ჭადრაკში სპორტული შეჯიბრი გაიმართა. ასევე, მე-5, მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 მოსწავლეებმა ლექსები წარმოთქვეს და ქართულ ენაზე 40-წუთიანი სპექტაკლი დადგეს.
სკოლის დირექციის შეფასებით, აქტივობა საინტერესო და მრავალფეროვანი გახლდათ.