ხოჯორნის საჯარო სკოლის მოსწავლეები ზაფხულს საინტერესოდ ატარებენ
09-07-2018
ხოჯორნის საჯარო სკოლის მოსწავლეები ზაფხულის ცხელ დღეებსაც საინტერესოდ ატარებენ.
ისინი არაფორმალურ გარემოში შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე ზრუნავენ, ეცნობიან საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს, ემეგობრებიან ქართველ ბავშვებს, სწავლობენ ენებს და რა თქმა უნდა, ერთობიან კიდეც.
კონსულტანტ-მასწავლებელმა ლალი მარგიანმა სახლი, რომელშიც თავად ცხოვრობს პეპის სახლად აქცია.
„ვილა ხოჟორნს“ და „ხოჯორნელ ვარსკვლავებს“ ბაზალეთის საჯარო სკოლის ქართული ენა და ლიტერატურის მასწავლებელი თეა ტალახაძე მოსწავლეებთან: კესო ჩხიკვაძესთან, ანა დეკანოსიძესთან და ლიკა კამკამიძესთან ერთად ესტუმრა.
ხოჯორნის საჯარო სკოლის მოსწავლეები სტუმრების დასახვედრად განსაკუთრებულად მოემზადნენ.
„ქართველი და ეთნიკურად სომეხი მოსწავლეები მალევე დამეგობრდნენ და იმ საღამოსვე ერთად აღნიშნეს მსოფლიოში ყველაზე მხიარული გოგონას, პეპი გრძელიწინდას დაბადების დღე“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. იხილეთ ფოტოები