დოშაყეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სოფელში არსებული მღვიმე მოინახულეს
09-07-2018

დოშაყეს საჯარო სკოლის V-IX კლასის მოსწავლეებმა მასწავლებლებთან ერთად მოაწყვეს ლაშქრობა, რომელსაც საგანმანათლებლო დანიშნულება ჰქონდა. 

მოსწავლეებმა მოინახულეს სოფელში არსებული მღვიმე. 

ისტორიის მასწავლებელმა ეკატერინე ჟვანიამ მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია მღვიმეში მოპოვებული არქეოლოგიური მასალის შესახებ, რომელიც მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება და მკვლევრთა მოსაზრებით, ჯორწყუს, ბალდის და სხვა მღვიმეებთან ერთად მიეკუთვნება მრავალფენიანი ძეგლების რიცხვს.

მოსაწავლეებმა ასევე დაათვალიერეს სასაფლაოს ტერიტორიაზე არსებული ნაეკლესიარი, სადაც საბჭოთა პერიოდში დანგრეული იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია იდგა.

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203