რას ნიშნავს მშობელთა ჩართულობის ღია გაკვეთილი
12-12-2016
თერჯოლის პირველ სკოლაში მშობელთა ჩართულობის ღია გაკვეთილი ჩატარდა.   
 
გაკვეთილის მიზანი იყო: მშობელთა ჩართულობის გაზრდა, მხატვრული ტექსტის გაგება-გააზრება და სიტყვის სინონიმების მოძიება. 
 
როგორც მოსწავლეები აღნიშნავენ, გაკვეთილის თემა საყვარელ, ნაცრისფერ, მოლაპარაკე თუთიყუშს ეხებოდა:  
 
"ხშირად რაღაცით განსხვავებული ადამიანები შეუმჩნევლები რჩებიან. სინამდვილეში ამ ადამიანებს მართლაც ბევრი რამ კარგი შეუძლიათ და საუკეთესო მეგობრები არიან." - დასძინეს მათ. 
 
გაკვეთილი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ნატო კვეტენაძემ, ჩაატარა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203