დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლაში იოანე და თემურ ვაშაკიძეების სახელობის ცოდნის სკვერი გაიხსნა
09-07-2018
დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლაში ტრაგიკულად დაღუპული ძმების იოანე და თემურ ვაშაკიძეების სახელობის ცოდნის სკვერი გაიხსნა. სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკვერის გახსნის ინიციატორები სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი თამაზ ნუცუბიძე, სკოლის მოსწავლეები და გარდაცვლილი ძმების მამა ირაკლი ვაშაკიძე არიან.
ცოდნის სკვერის გახსნის ცერემონიალს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დაესწრო და ძმები ვაშაკიძეების ხსოვნას პატივი მიაგო.