„სიყვარულს სიტყვები არ ჰყოფნის“ - როკითის საჯარო სკოლაში ღონიძიება გაიმართა
09-07-2018
როკითის საჯარო სკოლაში ხელოვნების მასწავლებელმა მაია აბდალაძემ ლიტერატურული საღამო - „სიყვარულს სიტყვები არ ჰყოფნის“ მოაწყო. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიების მიზანი მიზანი იყო, მოსწავლეები გაცნობოდნენ, როგორც ცნობილი ისე თანამედროვე პოეტების შემოქმედებას და გაეუმჯობესებინათ ზეპირსიტყვიერების და აუდიტორიასთან კონტაქტის უნარი. 

ღონისძიებას პედაგოგები, მოსწავლეები, მშობლები და მოწვეული სტუმრები, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციის youth 2 georgia-ს წევრი თენგო ამბროლაძე, პოეტი ნატალია გოგობერიშვილი და გიორგი ბოჭორიშვილი ესწრებოდნენ. 

„ღონისძიება საინტერესოდ და სასიამოვნოდ წარიმართა. მოსწავლეები ერთმანეთს ლექსების გამოთქმაში ეჯიბრებოდნენ, საოცარი ემოციები და უამრავი სითბო გადმოსცეს. გიორგი ბოჭორიშვილმა თავისი ლექსი წაიკითხა. ქუთაისის N7  საჯარო სკოლის მოსწავლემ ლუკა კვანტალიანმა კი ნატალია გოგობერიშვილის ლექსები წარმოთქვა. მოსწავლეების ცხოვრებაში ერთი ლამაზი და ბედნიერი დღე ჩაიწერა“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203