ხიზაბავრის საჯარო სკოლისთვის 2017/2018 სასწავლო წელი წარმატებული აღმოჩნდა
09-07-2018
ხიზაბავრის საჯარო სკოლისთვის 2017/2018 სასწავლო წელი წარმატებული აღმოჩნდა. 

კერძოდ, სასწავლო წლის დასაწყისში VII-VIII კლასებში სპორტისა და ინტელექტუალურ-შემეცნებითი მიმართულებით პროექტი „თავისუფალი გაკვეთილები“ წარმატებით განხორციელდა. 

სპორტს პედაგოგი გელა ლეკიშვილი ხელმძღვანელობდა, ხოლო ინტელექტუალურ-შემეცნებით მიმართულებას-გეოგრაფია-სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლიანა მურადაშვილი.

სკოლამ ოლიმპიადებში აქტიური მონაწილეობა მიიღო, მათ შორის ინტელექტუალურ პროექტ „ეტალონში“, სადაც როგორც სკოლის, ისე რაიონულ დონეზე მოსწავლეთა უმრავლესობამ  ბარიერი გადალახა. მათ სერთიფიკატები მიიღეს. რაიონის მასშტაბით კი, IX კლასის მოსწავლემ თორნიკე მექოშვილმა მეორე ადგილი დაიკავა.

XI  კლასის მოსწავლემ შალვა ლეკიშვილმა ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ  საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ გეზრბენში წარმატებით იასპარეზა, სადაც პირველი ადგილი დაიკავა. მან, ასევე, ახალციხის მძლეოსნობის სპორტული კლუბის მიერ ორგანიზებულ მარათონში გამარჯვება მოიპოვა.

სკოლის პედაგოგები მილენიუმის პროექტშიც აქტიურად ჩაერთნენ. სკოლამ, აგრეთვე, საერთაშორისო კვლევებში - TALIS -სა და  PIZA- 2018 -ში მონაწილეობა მიიღო. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203