სამტრედიის N9 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს უფრთხილდებიან
09-07-2018
სამტრედიის N9 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ფილმი - „ადამიანი, რომელიც ხეებს რგავდა“ ნახეს. 

აქტივობას სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ქეთევან ბაღდავაძე ხელმძღვანელობდა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, კინოჩვენების შემდეგ მოსწავლეებმა დისკუსია გამართეს და გაიაზრეს რამდენად დიდია ადამიანის გავლენა გარემოზე. 

ფილმის ნახვის შემდეგ სკოლის აღსაზრდელებმა სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203