სენაკის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეები ესეების კონკურსში „ჩემი ევროპა“ მონაწილეობდნენ.
კონკურსი „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა“ ჩაატარა.
კონკურსის ფარგლებში, 670 მოსწავლის ნამუშევრიდან შეირჩა 50 საუკეთესო ნაშრომი, რომელთა შორის მოხვდა სენაკის N7 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლის ლიზი ხურციასა და მე-10 კლასის მოსწავლის დიანა კაკაშვილის ნაშრომები.
მოსწავლეები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
იხილეთ ფოტოები