ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში ჭერი ჩამოინგრა
09-07-2018
პეტრე ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის ფოიეში ჭერი ჩამოინგრა. 

შემთხვევის დროს სკოლაში სკოლის დირექტორი და რამდენიმე თანამშრომელი იმყოფებოდა. 

რამ გამოიწვია ჩამონგრევა, ამ წუთში არ ვიცი, მგონი კონსტრუქციაა დარღვეული. დავრეკეთ სამუშაოების შემსრულებელ ფირმასთან. დაგვპირდნენ, რომ მოვიდოდნენ, ნახავდნენ და აღადგენდნენ დაზიანებულ ნაწილს. ველოდებით, წესით უნდა მოვიდნენ“, - განაცხადა სკოლის დირექტორმა მურად ჯიშკარიანმა. 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ქუთაისის N2 საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია 2017 წლის ზაფხულში ჩაუტარდა. 

ეს სკოლაში ჭერის ჩამონგრევის მეორე შემთხვევაა. ჭერი გასული წლის აპრილში საკლასო ოთახში, სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროსაც ჩამოვარდა. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203