მარელისის საჯარო სკოლას მშვიდობის კორპუსის მოხალისე ეწვია
10-07-2018
მარელისის საჯარო სკოლას მშვიდობის კორპუსის ეგიდით ამერიკელი მოხალისე სტივ ჰანი ეწვია. 

პედაგოგებმა და მოსწავლეებმა სკოლაში საინტერესო შეხვედრა მოუწყვეს მოხალისეს, რითაც ამერიკელი სტუმარი აღფრთოვანებული დარჩა. 

სკოლაში შეხვედრის შემდეგ, ხარაგაულის რესურსცენტრის ორგანიზებით მარელისის და ხიდრის საჯარო სკოლების  მშვიდობის კორპუსის მოხალისეებთან შეხვედრა მოეწყო. 

მოხალისეებმა დაათვალიერეს ხარაგაული, მუზეუმი და თეატრი.

ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელმა იზა ვეფხვაძემ მოხალისეებს საკუთარი ინგლისურ-ქართული წიგნი „ხარაგაული“ აჩუქა. 

მოხალისეები ასევე შეხვდნენ პოლიციის უფროსს დავით მჭედლიძეს, რომელმაც მათ ყველა საქმეში მხარდაჭერა აღუთქვა. 

შეხვედრა საზეიმოდ, ტორტის გაჭრით დასრულდა. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203