თბილისში „საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018“-ის დასკვნითი (ფინალური) ეტაპი გაიმართა.
„სპორტული ოლიმპიადა 2018“-ის ფინალურ თამაშებში მონაწილეობა მთელი საქართველოდან 2002-2003-2004 წლებში დაბადებულმა 156 მოსწავლემ მიიღო.
ფინალური ეტაპის მიმდინარეობისას, ოლიმპიადაში აქტიურად ჩართული იყო სამცხე- ჯავახეთის რეგინში შემავალი მუნიციპალიტეტები (ახალციხე, ასპინძა, ადიგენი, ბორჯომი, ნინოწმინდა, ახალქალაქი) სადაც, გეზრბენში გამარჯვებული გუნდი ტოლოშის საჯარო სკოლა გახდა.
გუნდი წარმოდგენილი იყო 4 გოგონას სახით (გვარამაძე ნაირა, ნადირაძე მარიამი (მე-8 კლასი), გვარამაძე ქეთი, ქუქჩიშვილი ნინო (მე-9 კლასი), რომელთაც მწვრთნელი მამუკა ნადირაძე ხელმძღვანელობდა.
საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნულმა ფედერაციამ ოლიმპიადის გამარჯვებულებს სამახსოვრო საჩუქრები და სიგელები გადასცა. იხილეთ ფოტოები