ქარელის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეების 4 ნაშრომი სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციის საუკეთსო ნაშრომებს შორის მოხვდა
10-07-2018
ქარელის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეების ოთხი თემა მოსწავლეთა 72-ე სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციის საუკეთსო ნაშრომებს შორის მოხვდა. საუკეთესოდ აღიარებული თემების პრეზენტაცია მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის აღსაზრდელებმა კონფერენციაზე საკუთარი ნაშრომები დაიცვეს.
საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე მოსწავლეთა სასწავლო შემოქმედებით კონფერენციას ყოველწლიურად ატარებს. კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს მოზარდთა შესაძლებლობების, ნიჭისა და უნარების მაქსიმალურ გამოვლენა-განვითარებას. იხილეთ ფოტო