ინოვაციურმა გაკვეთილმა ბოდბისხევის სკოლის მოსწავლეების გულახდილი ემოციები გამოიწვია
13-12-2016
ინოვაციური გაკვეთილების დანერგვაზე და მის აქტუალობაზე არაერთი მოსაზრება გამოითქვა. განსხვავებული, ინოვაციური მეთოდით ჩატარებული გაკვეთილები უფრო სახალისო და შთამბეჭდავია მოსწავლეებისათვის.      
 
ბოდბისხევის სკოლაში სერთიფიცირებული მასწავლებლის, მარინე ტყემალაძის მიერ ინოვაციური მიდგომით განხილულმა საგაკვეთილო თემამ: ''სახიფათო საგნები'', პირველკლასელებში დიდი დაინტერესება და აქტივობა განაპირობა. 

არატრადიციულმა წყობამ და უშუალო, თავისუფალმა გარემომ განაპირობა ბავშვების გულახდილი ემოციები და თავისი აზრის თამამად დაფიქსირების უნარის განმტკიცება. 

მოსწავლეები შთამბეჭდავად საუბრობდნენ საკუთარ თუ სხვათა გამოცდილებაზე, ამჟღავნებდნენ უკვე შეძენილ ცოდნას და ერთმანეთს უზიარებდნენ საინტერესო ფაქტებს. მოსწავლეები მთელი  საგაკვეთილო დროის მანძილზე იყვნენ აქტიურები, ხალისიანები და უფრო მოტივირებულნი. 

მნიშვნელოვანია ისიც, რომ დაწყებით საფეხურზე ინოვაციური გაკვეთილები უფრო მეტ საშუალებას იძლევა მოსწავლეებში უშუალო, გულახდილი და მეგობრული  ურთიერთობის ჩამოყალიბების უზრუნველსაყოფად.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203