სამტრედიის №7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქველმოქმედო სპექტაკლი გამართეს
10-07-2018
სამტრედიის №7 საჯარო სკოლის მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეებმა მაყურებელს ინგლისურ ენეზე სპექტაკლი - „ნამდვილი სიყვარულის ისტორია“ წარუდგინეს. ღონისძიებას ორგანიზება ინგლისური ენის პედაგოგმა ელისო სტურუამ გაუწია.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიება საქველმოქმედო ხასიათის იყო და ბილეთების გაყიდვიდან შესული თანხით მოსწავლეები მოხუცთა თავშესაფარს ესტუმრებიან.