თერჯოლის N1 სკოლა ინგლისური ენის მასწავლებლების პროგრმაში აქტიურად ჩაერთო
13-12-2016
„ინგლისური ენა სამოქალაქო განათლების გამოყენებით“ არის პროგრამა ინგლისური ენის მასწავლებლებისათვის, რომელიც დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და PH International-ის მიერ. 

ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში „ინგლისური ენა სამოქალაქო განათლების გამოყენებით“ პროგრამის ფარგლებში 220 სკოლის 500-ზე მეტი ინგლისური ენის მასწავლებელი გადამზადდა. 

2016 წელს აღნიშნულ პროგრამაში სააპლიკაციო კონკურსისა და გასაუბრების შედეგად საქართველოს მასშტაბით შეირჩა 16 ინგლისური ენის მასწავლებელი, რომელთაც ინტენსიური 2 კვირიანი გადასამზადებელი კურსი ჩაუტარდათ ჩაქვში. 

ერთ კვირიანი ინტენსიური კურსის შემდეგ მასწავლებლებს შემოუერთდნენ საქართველოს მასშტაბით შერჩეული 40 წარჩინებული მოსწავლე (9,10,11), რომელთაც ტრენინგიდან მიღებული ცოდნისა და სიახლეების გამოყენებით გაკვეთილებს უტარებდნენ ქართველი მასწავლებლები. 

გაკვეთილზე დაკვირვებას აწარმოებდნენ პროგრამის ხელმძღვანელები, ტრენერები და ასევე ქართველი მასწავლებლები. პროექტი ითვალისწინებს ბანაკის შემდგომ აქტივობებს: ორ გაკვეთილსა და ერთ ვიდეოგაკვეთილს, რომლის ფარგლებშიდაც თერჯოლის N1 სკოლაში 25 ნოემბერს ჩატარდა გაკვეთილი ინგლისურ ენაში (ECRIF) თემაზე Jobs.

გაკვეთილზე დაკვირვებას აწარმოებდა თინიკო კუტივაძე, პროექტის ტრენერი და ქუთაისის N3 სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი. გაკვეთილს ასევე ესწრებოდნენ თერჯოლის N1 სკოლის დირექტორი ელისო მურადაშვილი, სასწავლო ნაწილი ია ვარდოსანიძე და კლასის დამრიგებელი დალი სარალიზე და აგრეთვე, მასწავლებელი ლალი ამბროლაძე.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203