„ბუნებრივი წყაროს წყლების კვლევა“ -პროექტი არბოშიკის საჯარო სკოლაში
10-07-2018
არბოშიკის საჯარო სკოლაში პროექტი განხორციელდა, რომელშიც მონაწილეობა 30-მა მოსწავლემ მიიღო.
პროექტის სახელწოდება “ბუნებრივი წყაროს წყლების კვლევა” გახლდათ, ხოლო მიზანი - სოფელ არბოშიკის ბუნებრივი წყაროების წყლების ქიმიური და ორგანოლეპტიკური მაჩვენებლებით გამოკვლევა.
შედეგად, ქიმიური და ორგანოლეპტიკური მაჩვენებლებით სოფლის 8 წყაროს წყალი გამოკვლიეს.
წყლები ამ მაჩვენებლებით სასმელი წყლის სახელმწიფო სტანდარტულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
მოსწავლეებს ამ პროექტის განხორციელებით მოტივაცია, მონაცემთა შეკრების, დამუშავებისა და ანალიზის უნარ-ჩვევები გაეზარდათ. ასევე, მათი ეკოლოგიური ცნობიერება ამაღლდა.