სენაკის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კონფერენციაში წარმატებას მიაღწიეს
10-07-2018

სენაკის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა 72-ე სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციაში მონაწილეობდნენ. 

მეათე კლასის მოსწავლემ მაია ქობალიამ ქართული ლიტერატურის სექციაში წარადგინა თემა „რუქა - ბოროტების სინონიმი“ (ხელ-ლი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მირანდა ცქიტიშვილი). 

მაია 9 საუკეთესო მოსწავლეს შორის მოხვდა და ფულადი პრემიით დაჯილდოვდა. 

მე-11 კლასის მოსწავლე რეზო ხურციამ კი ფიზიკის სექციაში წარადგინა თემა ელექტრულ დენზე სითხეებსა და აირებში (ხელ-ლი ფიზიკის მასწავლებელი ლია სიგუა). 

რეზო სიგელით დააჯილდოვეს. 

მადლობის ფურცელი გადაეცათ მასწავლებლებსაც, კონფერენციაში აქტიური მონაწილეობისთვის. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203