როკითის საჯარო სკოლა ექსკურსიით რაჭას ეწვია
10-07-2018
როკითის საჯარო სკოლამ ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის კობა ლურსმანაშვილის მხარდაჭერითა და მისი ბიუროს ეგიდით ექსკურია რაჭის მიმართულებით განახორციელა. 

მონაწილეებმა რაჭის ღირსშესანიშნავი ადგილები მოინახულეს. კერძოდ: ბარაკონი (XVIIIს); ნიკორწმინდა (XI ს); შქმერის კარსტული მღვიმე (1720 მ); შაორის ულამაზესი და უდიდესი წყალსაცავი (ტბა).

ექსკურსიაზე ბაღდათი-ხარაგაულის მუნიციპალიტეტებიდან სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონის“ 2017-2018 წელს მონაწილე და გამარჯვებული ბავშვები (ხელმძღვანელი-თეა ტალახაძე) იმყოფებოდნენ, ასევე-„ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია-2018“-ში გამარჯვებული ხარაგაულისა და ბაღდათისა (როკითის საჯარო სკოლის) მოსწავლეები (ხელმძღვანელი-მაია აბდალაძე). 

ექსკურსიის ორგანიზატორები გახლდნენ: ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი ჟანა ნემსაძე, ვალერი ჭიპაშვილი (ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე) და ნიცა ქვლივიძე- ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203