ეშტიის N1 სკოლა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მსოფლიო კამპანიას შეუერთდა
13-12-2016

ეშტიის N1 სკოლის საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების კლუბის ''პირველი ნაბიჯების'' წევრებთან ერთად ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან მსოფლიო კამპანიას შეუერთდა. 

კამპანიის ფარგლებში, 9 დეკემბერს სკოლაში სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნანე ჰოვსეფიანის ინიციატივით, ქართული ენის პედაგოგი ნინა მარიკიანთან ერთად საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან ჩაატარეს ღია გაკვეთილი თემებზე - ''გენდერული თანასწორობა'' და ''ძალადობა ოჯახში''.


მათ ისაუბრეს ოჯახში ძალადობის, ქალთა დისკრიმინაციისა და გენდერული უთანასწორობის შესახებ. 

აგრეთვე, გაკვეთილზე ესწრებოდნენ სხვა პედაგოგებიც. 

გაკვეთილი საინტერესო აღმოჩნდა და მოსწავლეებიც აღფთოვანებულები დარჩნენ. 

გაკვეთილში აქტიურად ჩართულები იყვნენ დამწრეებიც. მათი თქმით, ძალიან მნიშვნელოვნია ასეთ თემებზე ღია გაკვეთილების ჩატარება სკოლაში. მოსწავლეებმა კარგად უნდა გააცნობიერონ, თუ რას ნიშნავს გენდერული თანასწორობა, რა არის გენდერი, რა მნიშვნელობა აქვს საზოგადოებისათვის და როგორც მოქალაქეებს რა ვალდებულებები აკისრიათ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203