სამტრედიის N9 საჯარო სკოლაში კლუბის- „აღმოაჩინე სხვა რუსეთი“ წევრებმა ივანე კრილოვის საღამო მოაწყვეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, კლუბის წევრებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სკოლის აღსაზრდელებს საჩუქარი გაუკეთეს - მე-5, მე-6 კლასის მოსწავლეები მიიწვიეს და კრილოვის იგავ-არაკები წარუდგინეს.
„ღონისძიება მიზნად ისახავდა რუსული ლიტერატურისადმი მოსწავლეთა ინტერესის ამაღლებას“-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
სკოლის აღსაზრდელებს რუსულ ენასა და ლიტერატურას ნინო ლეჟავა ასწავლის.
იხილეთ ფოტო