„საქართველოს კუთხეები და ქართული ფოლკლორი“ - ბაღდათის N1 საჯარო სკოლის სახალისო გაკვეთილი
11-07-2018

ბაღდათის N1 საჯარო სკოლაში მე-6 კლასში პედაგოგმა ინგა მაჩიტიძემ თავისუფალი გაკვეთილი ჩაატარა. 

გაკვეთილის თემა იყო - საქართველოს კუთხეები და ქართული ფოლკლორი.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა საქართველოს ყველა კუთხე წარადგინეს, ეროვნული სამოსი მოირგეს, სხვადასხვა კუთხის სამზარეულო დააგემოვნეს და კუთხურ ტრადიციებზე ისაუბრეს. 

მოსწავლეებმა ასევე ხალხურ საკრავებზე დაუკრეს და ქართული ხალხური ცეკვები შეასრულეს. 

„გაკვეთილი საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართა“-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203