კავშირი შესწავლილსა და რეალურს შორის - რატომ არის აუცილებელი სასწავლო ექსკურსიები
13-12-2016
ქვემო მახოს სკოლის V და VI კლასის მოსწავლეები დამრიგებლებთან გიული გაბიტაძე, სალომე ლორთქიფანიძესთან  და სკოლის დირექტორთან ერთად ეწვივნენ მუზეუმს.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მხარეთცოდნეობის მუზეუმი და ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი. 

საგაკვეთილო თემატიკიდან გამომდინარე, მათი მიზანი იყო მოსწავლეებს ვიზუალურად დაეთვალიერებინათ ხელოვნების უძველესი ნიმუშები და არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნი ნივთები.

მოსწავლეებისათვის განსაკუთრებით საინტერესო იყო ქვემო მახოში შემთხვევით აღმოჩენილი უნიკალური ნივთები. 

ექსკურსია იყო სასწავლო ხასიათის. მოსწავლეებმა თვალნათლივ დაინახეს კავშირი შესწავლილსა და რეალურს შორის. სამომავლოდ სკოლა კვლავ აპირებს მსგავსი ღონისძიების ჩატარებას.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203